• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    დეკემბერი
    საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ვასილ წიკლაურთან და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელთან დავით შაბურიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცვლილების პროექტზე იმსჯელეს.

    ცვლილების საფუძველი გარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხისა, გახდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება, რომლებიც ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

    სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური მოადგილეებთან გიორგი ინაშვილთან, გვანცა ესტატიშვილთან და ელგუჯა უნდილაშვილთან ერთად უძღვებოდა.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომა ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.